“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია არ გამორიცხავს, რომ TBC ბანკის დამფუძნებლები ნებისმიერ დროს დააკავონ.
ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიას ერთადერთი მიზანი აქვს. მისი თქმით, ივანიშვილს სურს ბანკის ხელში ჩაგდება და მთავარი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის პორტის პროექტის ჩაშლა.
„ადამიანი, პრაქტიკულად, ძებნაზე დასვეს, ფულის გამთეთრებლად გამოაცხადეს, ობიექტური ვარაუდი არსებობს,რომ 600 მილიონი დოლარის გამოყოფის სურვილი საერთაშორისო ფინანსურს ინსტიტუტს აღარ გაუჩნდება, მანამ, სანამ ბატონი ხაზარაძე ან, თუნდაც, ბატონი ბადრი ჯაფარიძე იქნებიან ამ პროცესში ჩართულნი.
ბიძინა ივანიშვილის გეგმაში გახლავთ შემდეგი, გეოპოლიტიკური ინფრასტრუქტურული პროექტის შეჩერება იმ საბაბით, რომ აგერ, თურმე უმძიმესი დამნაშავეები ახორციელებენ ამ პროექტს. არ მინდა, შევაშინო ბატონი ხაზარაძე და ჯაფარიძე, მაგრამ ყოველდღე უნდა ელოდონ ისინი დაპატიმრებას,“ – აცხადებს ნიკა მელია.
შეგახსენებთ, რომ “კურიერმა” ექსკლუზიურად მამუკა ხაზარაძის ის წერილი მოიპოვა, რომელიც “თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა თანამშრომლებს ელქტრონულად დაუგზავნა. ელექტრონული შეტყობინებაში, მამუკა ხაზარაძე TBC ბანკის გარშემო დაწყებულ კამპანიას პირდაპირ უკავშირებს პოლიტიკას, მისი ბიზნესის მიტაცების სურვილსა და აღნიშნავს, რომ უპრეცენდენტო შემოტევა და ორკესტრირებული თავდასხმა სწორედ სახელმწიფო უწყებების მხრიდან ხორციელდება.