როგორც მედიასაშუალება NDTV იუწყება, ინდოეთში, სატვირთო ავტომანქანა საქორწინო ცერემონიალზე დიდი სიჩქარით შეიჭრა და რიტუალში მონაწილე მოქალაქეებს გადაუარა. შედეგად, ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 13 ადამიანი და დაშავებულია – 15.
აღსანიშნავია, რომ დაზარალებულთა შორის პატარძალიც აღმოჩნდა.
შემთხვევა ინდოეთის შტატ რაჯასხანში მოხდა. ამ ეტაპისთვის დეტალები არ ქვეყნდება. გამოძიებამ უკვე დაიწყო მუშაობა მიზეზების დასადგენად.