მთავარი ციტატა

“ეს საშიში თამაშია და საქართველოს რეპუტაციას შელახავს” – ფადი ასლი

“ივანიშვილს სურს, ხელში ჩაიგდოს თიბისი და ანაკლიის პორტი. თიბისისთან დაკავშირებით ამის გაკეთებას ბანკის ყიდვით კი არ აპირებს, არამედ ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის გადაყენებით. შემდეგი ნაბიჯი იქნება მენეჯმენტის ჩანაცვლება მასთან დაახლოებული ხალხით. ამისთვის გამოიყენებს ეროვნულ ბანკს. ივანიშვილის მიზანია, დაეხმაროს რუსულ კომპანიებს, თავი აარიდონ სანქციებს და დაზვერვის გაერთიანება მთელი მსოფლიოს მასშტაბით უკვე ინფორმირებულია ივანიშვილის გეგმების შესახებ. ეს საშიში თამაშია და საქართველოს რეპუტაციას შელახავს. რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ჩვენი დაზვერვის გაერთიანების ინფორმაციით, არსებობს ორი სცენარი – პირველი – ანაკლიის პორტს საერთოდ გააჩერებს, რადგან შეიძლება ინტერესთა კონფლიქტი გამოიწვიოს, მეორე – ივანიშვილი შეეცდება დააშინოს ანაკლიის კონსორციუმის პოტენციური პარტნიორები ხაზარაძისა და ჯაფარიძის დადანაშაულებით არარსებულ ფინანსურ მაქინაციაში.”

ფადი ასლი

 

იტვირთბა....