ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საჯარო რეესტრში ემზარ კვიციანის იდეით შექმნილი, შეყვარებულებს აღრიცხვის ცენტრი დარეგისტრირდა

პატრიოტთა ალიანსის წევრის, ემზარ კვიციანის იდეით შექმნილი ცენტრი, რომელიც შეყვარებულებს აღრიცხავს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა.

დეპუტატის განმარტებით, “ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი” ახალი ოჯახების გასაძლიერებლად შეიქმნა.

“ემიგრანტები ჩარიცხავენ ფულს და დაიწყება დახმარება ახალი ოჯახების გასაძლიერებლად. აი, ხომ არიან შეყვარებულები, რომლებიც ვერ ბედავენ ოჯახის შექმნას, რადგან არ აქვთ საშუალება, იქნებიან აგენტები, ივლიან, გაიგებენ, სად არიან ასეთი შეყვარებულები, აღრიცხვაზე აიყვანენ და დაეხმარებიან.

დახმარების ოდენობა იქნება დამოკიდებული იმაზე, რა თანხა შეგროვდება. ეს ინიციატივა აუცილებლად იქნება გაპიარებული, ყველას ეცოდინება მთელ საქართველოში, რომ ეს იქნება დახმარება ქართველებისთვის” – ამბობს ემზარ კვიციანი და დასძენს, რომ წყვილებმა ცენტრში წარსადგენი განცხადება უნდა დაწერონ.

იტვირთბა....