მთავარი პოლიტიკა სამართალი

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს ბრიფინგს გამართავენ

„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე დღეს, 18:00 საათზე ბრიფინგს გამართავენ. როგორც ჩანს, საუბრის მთავარი თემა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება იქნება, რომლის მიხედვითაც ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ხელმოწერის უფლება ჩამოართვა. ამასთან, ეროვნული ბანკი “თიბისი ბანკისგან” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს.

შეგახსენებთ, პროკურატურაში „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს.

იტვირთბა....