უცნაური შემთხვევა მოხდა რუსეთში. მოსკოვის შემოგარენში, 6 წლის ბავშვმა ღამე ტყეში, ყინვაში გაატარა და მეორე დღეს ის პოლიციამ ცოცხალი იპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ნიუსრუ” ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, დედა ყვება, რომ ტყის პირას სეირნობის დროს, ბავშვი ტყისკენ გაიქცა და გაუჩინარდა, რის შემდეგაც მან პოლიციას მიმართა. თუმცა, როგორც სააგენტო “რიდუსი” წერს, თავად ბავშვი ყვება, რომ დედამ ის ხეზე მიაბა, თავზე ტომარა ჩამოაცვა და მან მოგვიანებით გათავისუფლება შეძლო.
პოლიციამ დილით ბავშვი სიცივისგან გათოშილი იპოვა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება ბავშვის გაუჩინარების რეალური მიზეზების დასადგენად.