“ცოტა ხნის წინ მოვედი სტუდენტების შეხვედრიდან, რომლებიც ილიაუნიში შიმშილობენ და ღამეს ათევენ.
ვისაუბრეთ წარსულში არსებულ გამოცდილებაზე, რისკებზე, სხვის (ჩემს-ჩვენს) შეცდომებზე. რჩევების და იდეოლოგიზების უფლება საკუთარ თავს არ მივეცი, მხოლოდ იმ კითხვებს ვუპასუხე რაც დაისვა.
2 საათზე მეტი ვისაუბრეთ როგორც აღმოჩნდა. იქ განხილულ საკითხებს, რა თქმა უნდა, საჯაროდ არ მოვყვები.ერთი ცხადია, ესენი არიან სტუდენტები, რომლებსაც გულწრფელად უნდათ ცვლილებები, აქვთ შეკითხვები და განიცდიან კომუნიკაციის ნაკლებობას. რაღაცებში დავეთანხმე, რაღაცებში კი ვერა, მაგრამ ჩუმად მოვისმინე.პროცესი ბევრად უფრო მარტივი გადასაწყვეტია ვიდრე ჩანს: უპირობო კომუნიკაცია და სტუდენტების მოსმენა.რა თქმა უნდა, ვთხოვე შიმშილობის საკითხის გადახედვა.ვიგრძენი რომ რიგითი პროფესორები არ იჩენენ ადამიანურ ყურადღებას მათ მიმართ, რაც ცუდია.იმედი მაქვს, რომ ჩემი მისვლა ღირდა ღამით სიცივეში ბოდიალად და რაიმე დახმარება მაინც გავწიე”.
ირაკლი კუპრაძე, აუდიტორია 115-ის ყოფილი წევრი.