დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული განაცხადა, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ამ შემთხვევის მართვაში მისი ჰოსპიტალიზაციის პირველივე წუთებიდან ჩართული ვარ და ყველა პარამეტრისა და კვლევის შედეგებიც ვიცი, რაც ამ დღეების განმავლობაში ჩატარდა.
მისი თქმით, ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ყველა კითხვას გაეცეს პასუხი.
„მას აქვს გარკვეული ნევროლოგიური სიმპტომატიკა, რომლის დაზუსტებაზე კვლევები ტარდება. ექიმები მაქსიმუმს აკეთებენ იმისთვის, რომ სამედიცინო მიმართულებით ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და დიახ, რა თქმა უნდა, მე ყველაფრის საქმის კურსში ვარ. როდესაც ადამიანი ხდება ავად, ოჯახის წევრებს აქვთ ყველაფრის უფლება – დასვან ნებისმიერი კითხვა და ჰქონდეთ ნებისმიერი მოთხოვნა და ვალდებულები ვართ, ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გავცეთ. რაც შეეხება იმას, რომ პირად კონტროლზე მყავდეს, მე სამსახურებრივი მოვალეობების გამო უამრავი, ასეულობით პაციენტი მყავს პირად კონტროლზეც და ამ შემთხვევაშიც პირველივე წუთებიდან საქმის კურსში ვარ პარამეტრებისა და კვლევის შედეგების დონეზე”,- განაცხადა დავით სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 15 თებერვალს გადაიყვანეს.