“აბა, დაფიქრდით: გრიგორიჩს პრემიერ-მინისტრად რომ დაენიშნა ხაზარაძე, რას იტყოდით? რას და “ბანკირების ქვეყანას აშენებსო”; “მდიდარი მდიდრის ტყავს არ დახევსო” და ასე შემდეგ… უსუფაშვილი, ბოკერია და ოპოზიცია ამბობს: ხაზარაძე, ივანიშვილის შემდეგ, ყველაზე დიდი ქველმოქმედიაო… და “საბას” იხსენებენ, არგუმენტად. შეიძლება, მართლაც სუბიექტურია ბიძინა, ხაზარაძესთან მიმართებაში, მაგრამ გარწმუნებთ და დამიჯერეთ, ამას შიში არ განაპირობებს, რადგან ხაზარაძე არ არის ის ტიპი, რომ გარისკოს და ოპოზიციის აქტივობები აფინანსოს, ხელისუფლების წინააღმდეგ. მე თუ მკითხავთ, ამ პოზიციაში,რომელშიც ახლა არის ხაზარაძე, ბევრად უფრო მოსალოდნელია, მისგან, რაიმე სახის რისკიანი ნაბიჯი…”
დავით მარდალეიშვილი (იურისტი)
lid.ge