ახალი ამბები მთავარი სამართალი

სერგო მეთოფიშვილი პროკურატურას მოუწოდებს, ალეკო ელისაშვილის განცხადებაზე რეაგირება მოახდინოს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, სერგო მეთოფიშვილი პროკურატურას მოუწოდებს, დაადგინოს, რამდენად შეესაბამება სიმართლეს დედაქალაქის მერობის ყოფილი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის განცხადება. 

აღნიშნულ განცხადებას მეთოფიშვილის სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

“მე ადრე უკვე არაერთხელ განვაცხადე, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის მხრიდან გრძელდება თავხედი და ზღვარგადასული თვითნებობა სასამართლოს სისტემის და მოსამართლეების მიმართ! ასევე, არაერთხელ ვთქვი, რომ სიტუაცია ყოველ დღე უარესობისკენ მიდის! ამ ადამიანების მოწოდებები სულ უფრო და უფრო ძალადობრივი, ანტიკონსტიტუციური და უკანონო ხდება! შესაბამისად ვითარება სულ უფრო და უფრო მძიმდება და საგამგაშოა! საზოგადოებას ასევე კარგად ახსოვს გიგაურის მოწოდება ძალადობისკენ, რომლის შედეგად ორმა ადამიანმა ქუჩაში ჩემზე თავდასხმა განახორციელეს! ასევე, ადრე არაერთხელ მოვიყვანე მაგალითები იმ განცხადებების, სადაც პოლიტიკური მიზნებისა და კერძო ინტერესების მისაღწევად ზოგიერთი პოლიტიკოსი და NGO-ს წარმომადგენელი არ ერიდება არაფერს, უპასუხისმგებლო განცხადებებით თესავენ შუღლს და სიძულვილეს მოსამართლეების და ზოგადად სასამართლოს მიმართ! ხალხს და ხელისუფლებას მოუწოდებენ მოსამართლეების მიმართ ძალადობისაკენ!!! არაერგზის განვაცხადე, რომ შექმნილმა ვითარებამ საშიშ დონეს მიაღწია! არაერთხელ მივმართე ხელისუფლებას, უცხოელ პარტნიორ ორგანიზაციებს და ყველა საღად მოაზროვნე სუბიექტს რათა მოეხდინათ შესაბამისი რეაგირება და არ ყოფილიყვნენ პასიური მაყურებლის როლში!!! (https://www.facebook.com/100001793011247/posts/2033435273392887?sfns=mo) (https://www.facebook.com/100001793011247/posts/2005455516190863?sfns=mo) სამწუხაროა, მაბრამ არც ერთ ჩემს განცხადებაზე არანაერი რეაგირება არ მომხდარა… და აი ახალი მუქარა და მოწოდება ძალადობისაკენ!!! კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას და უცხოელ პარტნიორებს!!! ბატონებო და ქალბატონებო! კიდევ ერთხელ გეკითხებით – რას ელოდებით? რატომ არ იღებთ ხმას? რაც შეეხება ელისაშვილის ამ უღირს განცხადებას, ამჯერად მოვუწოდებ პროკურატურას – სასწრაფოდ დაიწყოს რეაგირება და დაადგინოს: ელისაშვილის ეს განცხადება მორიგი იაფფასიანი ტყვილია, თუ ნამდვილად არსებობენ ესეთი ადამიანები, რომლებიც ჯერჯერობით გაჩერებული ყავს ელისაშვილს, თუმცა მალე, როგორც თვითონ ამბობს აუშვებს მათ. P.S. შევახსენებ საზოგადოებას, რომ გასული საუკუნის ოცდაათიანი წლების დასაწყისში, როდესაც გიტლერმა პირველად დაიწყო თავისი აზრების და იდეების საჯაროდ გახმოვანება, მაშინაც საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი არა სერიოზულად აღიქვამდა მას, როგორც უნრალო ჯამბაზს. თუმცა, შემდგომში გავიდა წლები და ყველამ კარგად დაინახა რა საშინელი უბედურება მოუტანა ამ კლოუნმა გერმანიას და მთელ მსოფლიოს”, – წერს მეთოფიშვილი.

მე ადრე უკვე არაერთხელ განვაცხადე, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის მხრიდან გრძელდება თავხედი და ზღვარგადასული თვითნებობა სასამართლოს სისტემის და მოსამართლეების მიმართ!ასევე, არაერთხელ ვთქვი, რომ სიტუაცია ყოველ დღე უარესობისკენ მიდის! ამ ადამიანების მოწოდებები სულ უფრო და უფრო ძალადობრივი, ანტიკონსტიტუციური და უკანონო ხდება! შესაბამისად ვითარება სულ უფრო და უფრო მძიმდება და საგამგაშოა! საზოგადოებას ასევე კარგად ახსოვს გიგაურის მოწოდება ძალადობისკენ, რომლის შედეგად ორმა ადამიანმა ქუჩაში ჩემზე თავდასხმა განახორციელეს!ასევე, ადრე არაერთხელ მოვიყვანე მაგალითები იმ განცხადებების, სადაც პოლიტიკური მიზნებისა და კერძო ინტერესების მისაღწევად ზოგიერთი პოლიტიკოსი და NGO-ს წარმომადგენელი არ ერიდება არაფერს, უპასუხისმგებლო განცხადებებით თესავენ შუღლს და სიძულვილეს მოსამართლეების და ზოგადად სასამართლოს მიმართ! ხალხს და ხელისუფლებას მოუწოდებენ მოსამართლეების მიმართ ძალადობისაკენ!!! არაერგზის განვაცხადე, რომ შექმნილმა ვითარებამ საშიშ დონეს მიაღწია!არაერთხელ მივმართე ხელისუფლებას, უცხოელ პარტნიორ ორგანიზაციებს და ყველა საღად მოაზროვნე სუბიექტს რათა მოეხდინათ შესაბამისი რეაგირება და არ ყოფილიყვნენ პასიური მაყურებლის როლში!!!(https://www.facebook.com/100001793011247/posts/2033435273392887?sfns=mo)(https://www.facebook.com/100001793011247/posts/2005455516190863?sfns=mo)სამწუხაროა, მაბრამ არც ერთ ჩემს განცხადებაზე არანაერი რეაგირება არ მომხდარა…და აი ახალი მუქარა და მოწოდება ძალადობისაკენ!!!კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას და უცხოელ პარტნიორებს!!!ბატონებო და ქალბატონებო! კიდევ ერთხელ გეკითხებით – რას ელოდებით? რატომ არ იღებთ ხმას?რაც შეეხება ელისაშვილის ამ უღირს განცხადებას, ამჯერად მოვუწოდებ პროკურატურას – სასწრაფოდ დაიწყოს რეაგირება და დაადგინოს: ელისაშვილის ეს განცხადება მორიგი იაფფასიანი ტყვილია, თუ ნამდვილად არსებობენ ესეთი ადამიანები, რომლებიც ჯერჯერობით გაჩერებული ყავს ელისაშვილს, თუმცა მალე, როგორც თვითონ ამბობს აუშვებს მათ.P.S. შევახსენებ საზოგადოებას, რომ გასული საუკუნის ოცდაათიანი წლების დასაწყისში, როდესაც გიტლერმა პირველად დაიწყო თავისი აზრების და იდეების საჯაროდ გახმოვანება, მაშინაც საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი არა სერიოზულად აღიქვამდა მას, როგორც უნრალო ჯამბაზს. თუმცა, შემდგომში გავიდა წლები და ყველამ კარგად დაინახა რა საშინელი უბედურება მოუტანა ამ კლოუნმა გერმანიას და მთელ მსოფლიოს!

Gepostet von Sergo Metopishvili am Sonntag, 17. Februar 2019

იტვირთბა....