aviabiletebi
ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება სამართალი

ძალადობის ამსახველი ვიდეო კადრები – პოლიცია წამებას უარყოფს (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

გლდანი–ნაძალადევის პოლიციის განყოფილებაში 5 თებერვალს მომხდარი ინციდენტის შესახებ, სადაც სამართალდამცავებსა და მოქალქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, შაბათის კურიერი გამოეხმაურა.

როგორც გადაცემაში იყო აღნიშნული პოლიციის შენობაში ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი რადიატორზე მიაბეს და აწამეს, მანამდე კი ბორკილებდადებული ძირსდაგდებული ცემეს. ერთ–ერთი ახალგაზრდის მშობლები და ახლობლები ამ ფაქტის გამოძიებას ითხოვდნენ.

კურიერში გასულ რეპორტაჟს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოეხმაურნენ და გავრცელებული იფორმაცია უარყვეს. უწყებამ განცხადებას თან ვიდეო მასალა დაურთეს.

“მიმდინარე წლის 5 თებერვალს, მოქალაქე თორნიკე ც.-ზე განხორციელდა ყაჩაღური თავდასხმა ჯგუფურად, რის შესახებაც მან შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. მანვე პოლიციას მიუთითა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენ პირებზე: წარსულში ქურდობისთვის, ძარცვისათვის და ხულიგნობისათვის ნასამართლევ, 1999 წელს დაბადებულ თემურ ს.-ზე, წარსულში ქურდობისთვის, ძარცვისთვის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ნასამართლევ, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ, 1999 წელს დაბადებული თორნიკე ს.-ზე და ამჟამად ქურდობისთვის ბრალდებულ 1998 წელს დაბადებულ თამაზ კ.-ზე.

დაზარალებულის მითითების საფუძველზე, ზემოაღნიშნული პირები გადაყვანილ იქნენ პოლიციის განყოფილებაში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით.

პოლიციის განყოფილებაში, გამოკითხვის დაწყებამდე, სავარაუდო ბრალდებულთაგან ერთ-ერთი თემურ ს. თავს დაესხა პოლიციის თანამშრომელს და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე, თემურ ს.-მ მასთან ერთად დანაშაულის სავარაუდო ჩადენაში მონაწილე დანარჩენ 2 პირს მოუწოდა, დაერბიათ პოლიციის ადმინისტრაციული შენობა და თავს დასხმოდნენ პოლიციელებს, რაც განახორციელეს კიდეც. მიუხედავად პოლიციის არაერთგზის მოწოდებისა, აღნიშნული პირები განაგრძობდნენ სამართალდამცველებისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას. ბუნებრივია, პოლიციამ არ დაუშვა და არც მომავალში დაუშვებს პოლიციის შენობის დარბევას და სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობას. დანაშაულის აღსაკვეთად პოლიციელებმა გამოიყენეს პროპორციული ძალა.

თემურ ს.-ს, თორნიკე ს.-ს და თამაზ კ.-ს ბრალი წარედგინათ მოქალაქე თორნიკე ც.-ს მიმართ განხორციელებული ყაჩაღობისთვის და პოლიციის შენობაში სამართალდამცავების მიმართ დაუმორჩილებლობისთვის.

პოლიციის შენობაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი დაკავებულის მამამ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტის შესწავლის მიზნით. გენერალური ინსპექციის მოკვლევის შედეგად, ამ დროისთვის, აღნიშნული ფაქტის დროს პოლიციელების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომა ან ძალის გადამეტება არ დასტურდება. საქმის მასალები ასევე გადაგზავნილია გენერალურ პროკურატურაში.

პოლიციის შენობაში მომხდარი ფაქტი დაფიქსირებულია ამავე შენობაში დამონტაჟებულ კამერებზე. “– ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

იტვირთბა....