საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს მონაცემებით, ისრაელში გამგზავრებული საქართველოს მოქალაქეებიდან ყოველ მეათეს უკან აბრუნებენ.
უწყების ცნობით, ისრაელიდან იანვარში საქართველოს 82 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა.
შენგენის ზონის ქვეყნების გარდა, საქართველოს 32 მოქალაქეს უარი ეთქვა თურქეთში შესვლაზე, 16 მოქალაქეს – უკრაინაში, 5-ს– ბელარუსში, თითოს კი ყაზახეთსა და აზერბაიჯანში შესვლაზე.