სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაზარზე ცხენის ხორცის უკანონოდ განთავსების რამდენიმე შემთხვევა გამოავლინა და აღკვეთა.
“სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ახორციელებს ხორცის ნიმუშების სახეობრივ კვლევას სარეალიზაციო ბაზარსა და საზოგადოებრივი კვების ობიექტებში. ➡️ ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ბაზარზე ცხენის ხორცის უკანონოდ განთავსების არაერთი შემთხვევა გამოვლინდა, რასაც სააგენტოს მყისიერი რეაგირება მოჰყვა – სურსათი ბაზრიდან გამოითხოვეს, განხორციელდა ზედამხედველობა და ბიზნესოპერატორებს დაეკისრათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმები. ❗️უკანონოდ მიჩნეული ხორცის განთავსების ფაქტები სამომხმარებლო ბაზარსა და კვების ობიექტებში აღკვეთილია. ✔️დამატებითი მოკვლევის მიზნით საქმეები გადაეცა შესაბამის უწყებებს. ხორცის სახეობრივი კვლევის შედეგები (2017-2018 წლები) იხილეთ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე: nfa.gov.ge“, – ვკითხულობთ სააგენტოს განცხადებაში.