16-19 თებერვალს საქართველოს გარკვეულ რეგიონებში ამინდის გაუარესება და ქარია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ზოგიერთ ნაწილში წვიმიანი ამინდი ხვალაც გაგრძელდება.
“16-19 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან ზონაში თოვა, ზოგან ნისლი და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს” -აცხადებენ გარემო ეროვნულ სააგენტოში.