ახალი ამბები მთავარი სამართალი

მსგავსი ბაზა არ არსებობს – პროკურატურა ხაზარაძის საერთაშორიო ბაზაში ფულის გამთეთრებლად შეყვანაზე

საქართველოს გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, გიორგი გრძელიშვილის განცხადებით, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომ არ იცოდა, თუ „სამგორი თრეიდისა“ და „სამგორი ემისგან“ ნასესხები თანხა მისივე ბანკიდან გატანილი სესხი იყო.

გენერალურ პროკურატურას გამოძიების მიმდინარეობისა და მამუკა ხაზარაძის მიერ მიცემული ჩვენების შესახებ კითხვით პირველმა არხმა მიმართა.

უწყებაში გამოკითხვის მხოლოდ ერთ ნაწილზე ისაუბრეს.

„როგორც გამოკითხვისას მამუკა ხაზარაძემ ჩვენებაში აღნიშნა, მან არ იცოდა, რომ ეს თანხა, რომელიც ავთანდილ წერეთლის კომპანიისგან ისესხა, მისივე ბანკიდან იყო გატანილი სესხის სახით. მამუკა ხაზარაძის თქმით, ეს რომ სცოდნოდა, აღნიშნულ თანხას ხელს არ მოკიდებდა. რაც შეეხება ზოგადად საქმეს, გამოძიება გრძელდება და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება“, – განუცხადა პირველ არხს გიორგი გრძელიშვილმა.

პირველი არხი ასევე დაინტერესდა, შეესაბამება თუ არა სიმართლეს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია პროკურატურის მიერ ფულის გამთეთრებელთა სიაში მამუკა ხაზარაძის შეყვანასთან დაკავშირებით.

უწყებაში განაცხადეს, რომ მსგავსი ინფორმაცია პროკურატურას არ გაუცია და საგამოძიები უწყებაში მსგავსი ბაზა არ არსებობს.

ამავე თემაზე: პროკურატურამ, საერთაშორისო დახურულ ბაზაში, მამუკა ხაზარაძე ფულის გამთეთრებელად და კრიმინალად დაარეგისტრირა –  presa.ge

 

იტვირთბა....