ახალი ამბები მთავარი სამართალი

თბილიში, მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

თბილისში, შარტავას ქუჩაზე მუშა დაიღუპა.

ადგილზე კრიმინალისტები, სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ბრიგადები მუშაობენ.

როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროშიგანუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

როგორც თვითმხილველმა on.ge-ს განუცხადა,  მუშა კორპუსის ლიფტის შახტაში ჩავარდნის სედეგად დაიღუპა.

იტვირთბა....