მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე, საქართველოს დამოუკიდებლობა და მისთვის ბრძოლა კონკრეტული ფუნქციების შენარჩუნებასა და მათ დაცვას გულისხმობდა, ასევე, ჩვენი სახელმწოფოს მხრიდან, ხსენებული ფუნქციების შეძლებისდაგვარად დამოუკიდებლად მართვა-აღსრულებას. უმთავრესი ამ ფუნქციათაგან, საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე – დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი ხიდის, გნებვთ ეკონომიკური ჰაბის ფუნქციაა.
იგი არამარტო ეკონომიკური ხასიათის, არამედ კულტურული და სოციალური მნიშვნელობისაა, სხვადასხვა განსხვავებულ სამყაროთა შორის გადებული ხიდია, მათი შეხვედრის ადგილია.
ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის გადამწყვეტი იყო და დღესაც ასეთად რჩება ის, თუ ვინ ფლობდა და ფლობს ამ ხიდის შესასვლელ-გამოსასვლელთა “გასაღებებს” – ჩვენ, თუ ვიღაც სხვა.
ამ მიზეზით თემურ ლენგი 8-ჯერ შემოესია საქართველოს, ასევე სხვა უამრავი დამპყრობელი. ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. საქმეში ღრმად ჩაუხედავი თვალიც კი იოლად შეამჩნევს,
რომ დღეს ეს ბრძლოა არათუ არ განელებულა, არამედ საქართველოს სტრატეგიულ ობიექტებთან მიმართებაში – პიკს აღწევს.
მათ შორის უმთავრესია, მშენებარე ობიქტი, ანაკლიის ღრმა წყლოვანი პორტი.
ასე რომ დღეს, ვდგებით არა რომელიმე ბიზნესმენის, ან ბიზნეს კომპანიის, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით საქართველოს ფუნქციური დამოუკიდებლობის დაცვის ვალდებულების წინაშე.
ვფიქრობ, ყველამ ერთად რამე უნდა მოვიფიქროთ, რათა ამ ქყვენის ქმედითუნარიანობა და მისი მომავალი გადაწყვიტოს ჩვენივე საზოგადოაბამ და არა ერთმა “ყოვლისმპყრობელმა”, ახირებულმა კაცმა.
რატი ამაღლობელი