იტალიური მედიის ინფორმაციით, ქალაქ პარმაში მაღაზიის გაქურდვაში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს თავისუფლების სამი წლით აღკვეთა მიუსაჯეს.
მძარცველი მაღაზიაში დღისით შევიდა. მათ 86 წლის მეპატრონე ქალი გაკოჭეს და მაღაზიიდან ძვირფასეულობა გაიტანეს.
მოპარული ნივთების ღირებულება 10 ათასს ევროს აღწევდა. მათ შორის იყო Gucci-ის ფირმის ოქროს სამაჯური, რომლის ფასიც ორი ათასს ევროს აღემატებოდა.
ორი მძარცველიდან ერთ-ერთის დაკავება კარაბინიერებმა მოგვიანებით შეძლეს. ის 33 წლის საქართველოს მოქალაქეა, რომელსაც სასამართლომ სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა. მისი თანამზრახველი კი ამ დრომდე იმალება.