ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძა მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს შეხვდა. როგორც სარალიძემ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, ის თადუმაძეს კიდევ ერთხელ, სააპელაციო სასამართლოს დასრულების შემდეგაც შეხვდება.
“ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა არ იქნება პასუხისგებაში მიცემული, არამარტო მონაწილე პირები, არამედ, ყველა ის ადამიანი ვინც უხეშად ჩაერია ამ საქმეში, მივიღე იმის პირობა, რომ დაწყებულია მოკვლევა პროკურორებისა და გამომძიებლების სამსახურებრივ გადაცდომებზე. ვნახოთ რა პასუხებს მივიღებთ, უახლოეს ხანში. შალვა თადუმაძეს კიდევ შევხვდებით, სააპელაციო სასამართლოს დასრულების შემდეგ, ჩემს კითხვებს პასუხს ვერ გასცემს სააპელაციო სასამართლო, რადგან მოსამართლეს არ აქვს უფლებამოსილება, ახალი პიროვნება შემოიყვანოს საქმეში. სასამართლოს დასრულებას ელოდებიან იმისთვის, რომ განსაზღვრონ შემდგომი სამოქმედო გეგმა.