მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

“კანონების გამკაცრების მანია გახდა მთავრობის ცუდი მუშაობის გამართლების ფორმა” – გოცირიძე

კანონების გამკაცრების მანია გახდა მთავრობის ცუდი მუშაობის გამართლების ფორმა. გაზი აფეთქდა? კანონი გავამკაცროთ! ნარკოგამსაღებლები მომრავლდნენ? კანონი გავამკაცროთ! ვიღაცა ფარულ ჩანაწერებს ავრცელებს? კანონი გავამკაცროთ!
ფარული ჩანაწერების გავრცელება თუ ოთხიდან შვიდ წლამდე ისჯება, ხუთიდან ცხრა წლამდე რომ გაიზარდოს, რაიმე შეიცვლება? ხალხმა ისიც კი არ იცოდა, რომ მსგავსი ჩანაწერების მეგობართან გადაგზავნაც კი ისჯება.
პარლამენტს მხოლოდ კანონის მიღება ჰგონია საქმე და არა მის აღსრულებაზე ზედამხედველობა. 
კანონები კი არაა ცუდი, არამედ ცუდია იმათი მუშაობა, ვისაც ამ კანონების დაცვა ევალებათ.

რომან გოცირიძე

იტვირთბა....