პრეზიდენტი ე.წ. ცანიდის საქმეზე დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ნამდვილად მის მიმართ არ მაქვს მაღალი შეხედულება და ზოგადად მისი გაპრეზიდენტება იყო, როგორც ჭაბუა ამბობს, უსამართლობითა და ძალმომრეობით გატანილი ლელო. მე ვიტყოდი, რომ, როგორც საპრეზიდენტო სასახლეში ის არ და ვერ შევიდა დამოუკიდებლად, ისე ამ ნაბიჯს დამოუკიდებლად ვერ გადადგამს. როგორც მინიმუმ, საპატრიარქოს თხოვნა თუ თანხმობა სჭირდება ისევე, როგორც წინა პრეზიდენტის შემთხვევაში, რომელსაც ასევე სინდისიერება და პრინციპულობა არ აღმოაჩნდა, რომ პატრიარქის გარეშე მიეღო სწორედ სამართლიანი გადაწყვეტილება. აქაც იგივე იქნება. საპატრიარქოს ხელთ არის ახლა გადაწყვეტილება. პატრიარქის ხელთ არის ახლა გასაღები შეწყალების თუ არშეწყალების
მეუფე პეტრე
რუსთვი2 – კვირის აქცენტები