“ქართული ოცნების” დღევანდელ ელიტაში არიან ადამიანები, რომლებსაც მიშას ჩრდილის ეშინოდათ, როდესაც ის ხელისუფლებაში იყო, ბუნებრივია, ახლაც ეშინიათ, რაღაც რაციონალურში ამის ჩატევა შეუძლებელია, იმიტომ, რომ მაშინაც ბუჩქებში ისხდნენ, ზოგი ბუჩქებში იჯდა და კობახიძის გუნდში რამდენიმე ადამიანია, რომელიც პირდაპირ ემსახურებოდა და ფეხებს უკოცნიდა … მიშასთან ახლოს ვერ მიდიოდნენ, მაგრამ მიშას მსახურებს უკოცნიდნენ ფეხებს, მაგალითად ზარდიაშვილი. ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ამ ხალხს ცეცხლივით ეშინია სააკაშვილის ნებისმიერი მოძრაობის, თანდაყოლილია მემკვიდრეობით გადმოჰყვათ წინა ხელისუფლებისგან და ისტერიულად მოძრაობენ”.
გია ხუხაშვილი, პოლიტოლოგი
“რუსთავი2-ის” ეთერი