რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მადონა მაისურაძემ ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვალერი ირემაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ირემაძე პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ.
დღევანდელ სასამართლო სხდომამდე ბრალდებული რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში იყო მოთავსებული.
საქმეზე შემდეგი სხდომა 4 აპრილს გაიმართება.
რუსთავში 13 წლის მოზარდის მკვლელობისთვის ბიძა რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მეზობლების თქმით, დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ადგილის უქონლობის გამო არ მიიღეს.