გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ, სადაც დღეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრის კირკიტაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელეს, პატიმრობის შუნარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო.
ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გაუქმებასა და მის გათავისუფლეებას დაცვის მხარე მოითხოვდა.
დავით კირკიტაძის ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, გამოკვეთილი ახალი გარემოებები და სასამართლოსთვის წარდგენილი ახალი მტკიცებულებების გათვალისწინებით, ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების შესაძლებლობა არ არსებობდა.
შეგახსენებათ, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს.