ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხოშტარია რეპრესიების ისტორიის გაცოცხლების ინიციატივით კალაძეს მიმართავს

“ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია კახა კალაძეს მიმართავს. ხოშტარია რეპრესიების ისტორიის გაცოცხლების ინიციატივით გამოდის.

სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა სახლების წინ, სპეციალურ ფილებზე მათი სახელების დაწერის იდეით მან კახა კალაძეს სიმბოლურად ყოფილი „ჩეკას“ შენობის წინ ჩატარებულ ბრიფინგზე მიმართა. შენობის პირველ სართულსა და სარდაფს 1921-1934 წლებში წინასწარი დაკავების იზოლატორებად იყენებდნენ.

„საქართველოში 1921-1954 წლებში დაახლოებით 19 000 ადამიანი დახვრიტეს. ამ ადამიანების და მოვლენების ისტორია პრაქტიკულად, დაკარგულია. ასევე, ინფორმაცია ამ ისტორიის მატარებელ ადგილებზე არათუ ტურისტებს, ადგილობრივ მცხოვრებლებსაც არ აქვთ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

იტვირთბა....