ახალი ამბები მთავარი სამართალი

(ვიდეო) თბილისში ე.წ. „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილე 5 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის – კახა საბანაძის ბრიფინგი გაიმართა.

საბანაძის განცხადებით, ე.წ. “ქურდულ შეკრებაში” მონაწილე 5 პირი დააკავეს.

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლას. ჩვენი მიზანია ქვეყანაში „ქურდული სამყაროსა“ და მასთან დაკავშირებული კრიმინალური მენტალიტეტის აღმოფხვრა.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის“ და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით, 5 პირი დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან: 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.რ, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ს., 1980 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ი.მ., 1948 წელს დაბადებული შ.ქ. და 1975 წელს დაბადებული მ.კ.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოქალაქე მ.კ.-სა და ბიზნესმენ ჯ.მ.-ს შორის არსებული უთანხმოების გადაწყვეტის მიზნით, „ქურდული შეკრება“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ კრიმინალური სამყაროს წევრები: შ.ქ., მ.კ., ი.მ., ლ.ს. და ი.რ.

ამავე შეკრებაში, ელექტრონული კომუნიკაციის მეშვეობით ჩაერთო 2016 წლიდან ინტერპოლის მიერ ძებნილი, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი სულხან ჯაფარიძე (წარსულში სულხან თვალჭრელიძე), რომელმაც თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით მხარეებს შორის უთანხმოება ქურდული წესებით გადაწყვიტა.

სამართალდამცველების მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დასახელებული ქურდული შეკრების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განხორციელდა.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პოლიციამ 5-ვე პირი მიმდინარე წლის 11 თებერვალს თბილისში დააკავა. ინტერპოლით ძებნილ ქართველ ე.წ. “კანონიერ ქურდ” სულხან ჯაფარიძეს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.

პოლიციამ თბილისში, დაკავებულების საცხოვრებელი ბინების და ავტომანქანების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო სხვადასხვა ტიპის, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „კანონიერი ქურდობის“, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის“ და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე სეკუნდა მუხლით და 223-ე ტერცია მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს”, – განაცხადა საბანაძემ.

ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში

Gepostet von შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia am Montag, 11. Februar 2019

სხვა ამბები

მიხეილ სააკაშვილი: “გული შემეკუმშა იმით, რაც ვნახე”

newsadmin

“მას ინფორმაცია აქვს იმ ადამიანებისგან ვინც მის ირგვლივ ტრიალებენ და ამ ადამიანებს ნამდვილად არ აწყობთ, რომ მას რეალური სურათი აუსახონ”

newsadmin

არჩილ გამზარდია: “ჭეშმარიტება ღაღადებს მხოლოდ ჩვენი ხელისუფლების მხრიდან”

newsadmin

გიგა ბოკერია – „მგონია, რომ ეს შტურმი არც შეწყვეტილა არასდროს”

newsadmin

“ივანიშვილი თვლის რომ საზოგადოების აღქმა აცდენილია რეალობას”

newsadmin

“ქართული ოცნების” ერთმა დეპუტატმა, გაბედა და ამის წინააღმდეგ მისცა ხმა, ანუ ოპოზიციას დაუჭირა მხარი”

newsadmin
იტვირთბა....