“ხელისუფლების ქმედება სამარცხვინოა, როდესაც ჩვენ ვუყურებთ კადრებს [ლიეჟში], თუ როგორ გაურბიან კამერებს ევროპაში გაუგებარი წარმოშობის სავარაუდოდ, სპეცსამსახურის წარმომადგენლები. ამით არიან დაკავებულები სპეცსამსახურები, ეს სამწუხაროა. გაუგებარია, რატომ არის საინტერესო და რატომ ინტერესდებიან სპეცსამსახურები ამ შეხვედრით, მაშინ როდესაც ქვეყანაში უამრავი პრობლემაა. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება არა პოზიტიური დღის წესრიგის შემუშავებით არის დაინტერესებული, არამედ გვტოვებს ნეგატივში, მუდმივად ცდილობს მოახდინოს სპეკულირება „ანტიმიშას ფაქტორზე“ და ამით გავიდეს ფონს. ეს სავალალო რეალობაა”.
გია ხუხაშვილი, პოლიტოლოგი
წყარო: IPN