ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მართლა ნახირი ხომ არ არის შეკრებილი, ესენი არიან მოსამართლეები – მურუსიძე დოლიძეს და ჯანაეზაშვილს

მართლა ნახირი ხომ არ არის შეკრებილი, ესენი არიან მოსამართლეები, – ასე გამოეხმაურა მოსამართლე ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების, ანა დოლიძის და ნაზი ჯანეზაშვილს “დუმილს” იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე.

„სასამართლო კორპუსი იმის ღირსი მაინც არის, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ განსხვავებული აზრი და შესაბამისად აფიქსირებენ განწყობას, წარმოუდგინონ და ელემენტარულად თქვან, რატომ უჭერენ მხარს ერთ პოზიციას და რატომ არ უჭერენ მეორე პოზიციას. მათ დუმილი არჩიეს.

ისინი აფასებენ ამ მოსამართლეებს, შეფასებას აკეთებენ და იღებენ გადაწყვეტილებას, უვადოდ დაინიშნებიან თუ არ დაინიშნებიან. ამიტომ, მოსამართლეთა კორპუსი თვლის, რომ ისეთ საჭირბოროტო საკითხზე, როგორიც არის მოსამართლეთა უვადოდ გადანიშვნა, შეიძლება ეთანხმებოდე ან არ ეთანხმებოდე, მაგრამ თუ ეთანხმები, ან არ ეთანხმები, ელემენტარული ზრდილობაა, კანონის მოთხოვნაა, ადამიანობაა, სინდისია, მოსამართლეს აუხსენი. ეს რა, მართლა ნახირი ხომ არ არის შეკრებილი, ესენი არიან მოსამართლეები, მართლსაჯულებას ახორციელებენ. შენ ხარ საბჭოს წევრი ანგარიშვალდებული ხარ მოსამართლეების წინაშე“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

მურუსიძის თქმით, კანონპროექტი, რომლის ავტორებიც ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები არიან, კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

შეგახსენებთ, რომ ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა სიტყვით გამოსვლის უფლებით არ ისარგებლეს.

იტვირთბა....