2018 წლის ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე დასრულდა გამოკითხვა საუკეთესოების გამოსავლენად მამაკაც და ქალ ძალოსნებს შორის.
გამოკითხვაში 30 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მამაკაცებს შორის საუკეთესოდ, როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველი სპორტსმენი ლაშა ტალახაძე დასახელდა. ქართველმა სპორტსმენმა დაახლოებით 17,800 ხმა მიიღო.
მეორე ადგილზე გავიდა ირანელი სოჰრაბ მორადი, მესამეზე კი – ინდონეზიელი ეკო იული ირავანი.
ქალებს შორის საუკეთესოდ ესპანელი ლიდია ვალენტინი დასახელდა, რომესაც 13,000 ხმა მოუგროვდა.
დაჯილდოების ცერემონიის გამართვის დრო და ადგილი მოგვიანებით გახდება ცნობილ01