ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოპოზიცია “ყაზტრანსგაზ თბილისის” რეალური მესაკუთრეების დასახელებას ითხოვს

გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებისგან “ყაზტრანსგაზ თბილისის” რეალური მესაკუთრეების გავლენას ითხოვს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, პეტრე ცისკარიშვილის თქმით, ოფშორული კომპანიის ბენეფიციარი მესაკუთრეების ნაწილი დაფარულია, რაც ოპონენტებს აფიქრებინებს, რომ კომპანიის უკან კახი კალაძესთან დაახლოებული პირები დგანან.

“სახელმწიფომ „ყაზტრანსგაზს“, ანუ ყაზახურ მხარეს ჩამოაწერა 90 მილიონიანი დავალიანება, ანუ გაასუფთავა ეს კომპანია და გაამზადა ოფშორში დარეგისტრირებული, უცნობი კომპანიისთვის, რომ მას უკვე გასუფთავებული, ვალების გარეშე მოქმედი კომპანია შეეძინა.

გასაჯაროვდეს ოფშორში არსებული კომპანიის მფლობელთა ვინაობა, მათი დამფუძნებლების სია. ასევე, აუცილებელია ჩვენ ვიხილოთ და საზოგადოებამ იცოდეს, როგორ ხდება 40 მილიონი დოლარის გადახდა. ტრანზაქციის განხორციელებისთანავე. ანუ ამა წლის 4 თებერვლიდან კომერციულ სუბიექტებზე, იურიდიულ პირებზე გაზის საფასური გაიზარდა 5.5 თეთრით. მთელი ქალაქის მასშტაბით ათობითათასი აბონენტი თავისი გაზრდილი ტარიფიდან ფარავს იმ 40 მილიონიან დოლარიან საფასურს, რომელიც ამ კომპანიას სჭირდებოდა კაპიტალის გასაზრდელად, რომ შეეძინა „ ყაზტრანსგაზ თბილისი” – აცხადებს ცისკარიშვილი.

იტვირთბა....