2018 წელს, ბაქოსა და თბილისში დეპუტატმა, ზაზა ხუციშვილმა, სიმღერით დაახლოებით 6 200 ლარი გამოიმუშავა. ბაქოში ერთი კონცერტისთვის მიღებულმა ჰონორარმა 600 ევრო შეადგინა; თბილისში კი მას 2 320 ლარი გადაუხადეს “ჰარდ როკ კაფემ” და ფაბმა “ნალი”.
2018 წლის დეკლარაციის მიხედვით, 2017 წელს მან თბილისში დაკვრისთვის 5 466 ლარი მიიღო. ამავე დეკლარაციაში აღრიცხულია ბაქოში ჩატარებული კიდევ ერთი კონცერტი, ასევე 600-ევროიანი ჰონორარით. 2017 წელს კონცერტებიდან მიღებულმა შემოსავალმა დაახლოებით 7 200 ლარი შეადგინა. ამ წელს დეპუტატმა 827,46 ლარიც მიიღო, როგორც საავტორო ჰონორარი.
2017 წლის დეკლარაციის თანახმად, 2016 წელს მუსიკოსი დეპუტატი მხოლოდ “ჰარდ როკ კაფეში” უკრავდა და ამ საქმიანობით მან 1 200 ლარი მიიღო. ამავე წელს ის იყო რადიოგადაცემის წამყვანი საზოგადოებრივ მაუწყებელში. ამისათვის მას 6 300 ლარი გადაუხადეს.
ზაზა ხუციშვილი მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრია.