საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბელგიის ქალაქ ლიეჟში, ემიგრანტებთან შეხვედრისას, ელექტრონულად ხმის მიცემაზე ისაუბრა და “ცესკოს” თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას “მოსუქებული არსება” უწოდა,
“მიდიხარ საკონსულოში ხმის მისაცემად და გხვდებიან, როგორც მამის მკვლელებს. ახლა თქვენღა გვაკლდითო. იმიტომ რომ დავალება აქვთ მიღებული, მხოლოდ ქოცებს მიაცემინონ ხმები. მიუხედავად ამისა, გია ვაშაძემ ჩაატარა ბრწყინვალე კამპანია და 64%-ით 38% მოიგო მტრის შემოგზავნილ კანდიდატს.
მაგრამ, არჩევნებზე ხმას თქვენ უნდა აძლევდეთ ელექტრონული ბარათით, სახლიდან გაუსვლელად მიუნხენიდან, ლუქსემბურგიდან, ბარიდან, ისლანდიიდან, ნიუ ჯერსიდან ა.შ. გინდა სამსახურიდან, გინდა სახლიდან. და რაც მთავარია, ეს მოსუქებული არსება, თამარ ჟვანია, არაფერ შუაში იქნება. ყველაფერი ითვლება ელექტრონულად. მთელი საარჩევნო კომისია, თავისი თავმჯდომარით, მოადგილეებით, ცოლებით, შვილებით, საყვარლებით არაფერ შუაში აღარ არის”, – თქვა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს მესამე პრეზიდენტტი, ბელგიში ემიგრანეტს შეხვდა.