aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სანდრა რულოვსი – ძალიან დიდი შეხვედრა იქნება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ძალიან დიდი შეხვედრა იქნება, დიდი მოლოდინი გვაქვს. კონკრეტული გეგმებიც იქნება გამოთქმული, – ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ სანდრა რულოვსმა ლიეჟში ემიგრანტებთან შეხვედრის წინ “რუსთავი 2-თან” საუბრისას განაცხადა.

„ძალიან დიდი შეხვედრა იქნება, დიდი მოლოდინი გვაქვს. კონკრეტული გეგმებიც იქნება გამოთქმული. ეს მიშას საკითხია, ამ გეგმებზე ეს მე არ მეხება. მე უბრალოდ ჩამოვედი როგორც ოჯახის წევრი და ჩემი დედამთილიც აქ არის. მთელი ღამე ვიარეთ და მოვემზადები ახლა შეხვედრისათვის. მე ალბათ ჯანდაცვის და სოციალურ სფეროზე ჩემს მოსაზრებას ვიტყვი,“-განაცხადა სანდრა რულოვსმა.

შეგახსენებთ, დღეს ბელგიის ქალაქ ლიეჟში მოძრაობა „ერთად სახლში“ ორგანიზებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ალტერნატიული მთავრობის ჩამოყალიბებას გეგმავს.

იტვირთბა....