საპატრიარქოსთან, დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციას ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე შეურთდა.
აქციას დაკავებული დეკანოზის ოჯახის წევრები და ახლობლები რამდენიმე დღეა მართავენ.
საპატრიარქოსთან იმყოფებიან დეკანოზის ადვოკატები – გიორგი ფანცულაია და მიხეილ რამიშვილი.
დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს