საპატრიარქოსთან, დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციაზე შეკრებილთა კიდევ ერთი მოთხოვნა დაკავებული დეკანოზის ზიარებაა.
„ჩემი ძმის დაუყოვნებლივ გათავისუფლება – ეს არის ჩემი მთავარი მოთხოვნა. ვიდრე ზიარების და გათავისუფლების მოთხოვნები არ შესრულდება, მანამდე ჩვენი აქცია არ შეწყდება. საპატრიარქოსთან ვართ, რადგან სწორედ ეს შენობაა, სადაც ჩემი ძმის უკანონო პატიმრობა დაიგეგმა და საიდანაც ამის ბრძანება გაიცა“, – აცხადებს თორნიკე მამალაძე.