ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას, რომელი ეხმაურება. მისი თქმით, დოკუმენტში მოხვდა ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტები, რომელიც ასახავს რუსეთის ქმედებებს საქართველოს წინააღმდეგ.
„ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტები არის იქ, მათ შორის რუსეთის ჩარევაზე დაწყებული 90-იანი წლებიდან 2008 წლამდე, მიმდინარე დღეების ჩათვლით. ის საოკუპაციო პოლიტიკა, რომელიც მოსახლეობას ყოველდღიურ გამოწვევას უქმნით, ასევე განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა ქართველებს, აფხაზებს, ოსებს ყველას წინააღმდეგ მუშაობს“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
საქათველოს მხარდამჭერ რეზოლუციაში დაგმობილია სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება და ყურადღება გამახვილებულია რუსეთის მიერ მათი ოკუპაციის ფაქტზე. დოკუმენტი საქართველოს მიმართ ვაშინგტონის უპირობო და ძლიერი მხარდაჭერის კიდევ ერთი მტკიცებულებაა.