ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სოციალური მუშაკები ჯანდაცვის სამინისტროსგან სისტემურ ცვლილებებს ითხოვენ (ვიდეო) 

სოციალური მუშაკები სახელმწიფოსგან სოციალური პროგრამების დაუყოვნებლივ გადახედვას მოითხოვენ. მათ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში წერილი შეიტანეს სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოსთან“ კოლექტიური დავის დაწყების თაობაზე.

სამინისტროსთან მისული სოციალური მუშაკების განცხადებით, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში გაიფიცებიან.

მათი ძირითადი მოთხოვნაა სახელმწიფოს მიერ ეფექტური სერვისების ჩამოყალიბება და პარალელურად, სოციალური მუშაკებისთვის მინიმალური შრომითი სტანდარტების შექმნა.

“ვთვლით, რომ სისტემა იმყოფება უდიდესი კრიზისის წინაშე, რომელსაც დღემდე არ აღიარებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. აღნიშნული უწყება არ ზრუნავს არა მხოლოდ თავის დასაქმებულზე სოციალურ მუშაკებზე არამედ ბენეფიციარებზეც, რომელთა ცხოვრებასა და კეთილდღეობაზე პირდაპირ აისახება კადრების გადინება და სამუშაო პროცესის პარალიზება”, – აცხადებენ სოციალური მუშაკები.

საუბრობს სოციალური მუშაკი მარიამ ბანძავა

სოციალური მუშაკის პერსპექტივიდან დანახული პრობლემები, რომლის წინაშე დგანან ხანდაზმულები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – საუბრობს სოციალური მუშაკი მარიამ ბანძავა

Gepostet von სოციალური მუშაკები სისტემური ცვლილებებისთვის am Donnerstag, 7. Februar 2019

საუბრობს სოციალური მუშაკი სოფო ხვთისიაშვილი

სოციალური მუშაკი სოფო ხვთისიაშვილი საუბრობს იმ პრობლემებზე, რომელიც ხელს უშლის მყისიერი რეაგირების განხორციელებას

Gepostet von სოციალური მუშაკები სისტემური ცვლილებებისთვის am Donnerstag, 7. Februar 2019

 

 

იტვირთბა....