aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კონგრესმენი ფრანცის რუნი – უნდა გაგრძელდეს ბრძოლა საქართველოს მხარდამხარ, ყველა შესაძლო გზით

aviabiletebi
ავიაბილეთები

“უნდა გაგრძელდეს ბრძოლა საქართველოს მხარდამხარ ყველა შესაძლო გზით”, – ამის შესახებ კონგრესმენმა ფრანცის რუნიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ აფასებს იმ პროგრესს, რომელსაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველომ მიაღწია.

კონგრესმენის შეფასებით, სირიის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონი  დამოუკიდებლობის აღიარების დამგმობი რეზოლუცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპირებას.

“რეზოლუცია კიდევ ერთხელ ცხადყოფს საქართველოს რთულ მდგომარეობას და იმ საფრთხეს, რასაც რუსეთი წარმოადგენს საქართველოსთვის და როცა ხმის მიცემის დრო დგება, ცხადი ხდება თუ რატომ უნდა მისცენ ხმა საქართველო-აშშ-ს ურთიერთობების მხარდამჭერ კანონპროექტს“, – აღნიშნა ფრანცის რუნიმ.

 

 

იტვირთბა....