აღარ ვაპირებ განათლების მინისტრად წოდებული ბატიაშვილის სერიოზულად განხილვას. არავითარი რეფორმები თუ ანტირეფორმები ჩემს მიერ აღარ იქნება შეფასებული. ამ კაცს მე აღარ განვიხილავ განათლების მინისტრად, არამედ დამნაშავედ, რომელიც არათუ თანამდებობაზე, თავისუფლებაზე არ უნდა იყოს. მის დანაშაულს აქვს კონკრეტული სახელი – ია კერზაიას მკვლელობა. სრული სოლიდარობა ივანიშვილის განათლების მკვლელი სისტემის მამხილებელ ბაჩანა შენგელიას. სრული სირცხვილი მათ, ვინც მისი მეგობარია და გატრუნული ადევნებს თვალს ბაჩანას დედის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას.
გავიდა თქვენს მიერ საქმეში გასარკვევად მოთხოვნილი ერთი თვე! ყველაფერი ითქვა და სახეზეა! სისტემამ ჩვენს მეგობარს დედა მოუკლა! ასე აღარ შეიძლება! თქვენს უხერხულ დუმილს ჩვენც იგივეთი ვეღარ შევხედავთ! ამოიღეთ ხმა ახლა ან სამუდამოდ დადუმდით!
ps აქვე ოთხივეს (გიორგი მოსიძე, ლევენ კობერიძე, ირინა ფრუიძე, გედევან ფოფხაძე) გიწვევთ ამ თემაზე სასაუბროდ კვირას, 23:00, კვირის აქცენტებში.
ნიკა გვარამია