aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ე.წ. “კლუბების საქმეში” ბრალდებული რვავე პირი დამნაშავედაა ცნობილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ე.წ. “კლუბების საქმეში” ბრალდებული რვავე პირი, მათ შორის ქ.მ. დამნაშავედ ცნო.

ე.წ “კლუბების საქმეში” ბრალდებულ ქ.მ-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ სასჯელის სახით 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

“საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ქ. თბილისში მდებარე ღამის კლუბებში სხვადასხვა დროს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 პირი დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა ღამის კლუბებში – „ბასიანი“, „ხიდი“, „კაფე გალერი“-ში და „მტკვარზე“ მოქალაქეებზე უკანონოდ გაასაღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნითიერებები.

სასამართლო გადაწყვეტილებით, აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის ბ.დ.-ს 9 წლით და 6 თვით, ვ.ჟ.-ს 8 წლით, ჯ.ე.-ს 8 წლით, თ.ჩ.-ს 7 წლით, გ.მ. -ს 8 წლით და მ.მ. -ს ასევე 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. აღსანიშნავია, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ქ.მ-ს და ლ.მ.-ს ბრალდების საქმეების განხილვა. მოსამართლემ ორივე მათგანი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 8 და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

დღევანდელი განაჩენებით თბილისის ღამის კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის დაკავებულ პირთა საქმეების განხილვა დასრულდა” – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში

იტვირთბა....