სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 8 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ზოგიერთ უბანს. ამის შესახებ ინფორმაციას “თელასი” ავრცელებს.
“კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის და ორთაჭალის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 13 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბამბის რიგის, რკინის რიგის, სანაპიროს, ერეკლე მეორეს, ეფრემ მცირის, კოტე აფხაზის, თუმანიანის, შარდენის და სიონის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მცხეთის, ტიციან ტაბიძის, აბაშვილის, არაყიშვილის, რაზმაძის, მარუხის გმირთა, კლდიაშვილის, რადიანის და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის და სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ქეთევან დედოფლის გამზირის, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის, დოესის, აწყურის და შორაპნის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტვიშის, უშაკოვის, მშველიძის, მთისძირის და მესხეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, I, II მიკრორაიონების, ვეკუას, ვასაძის და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის, წინამძღვრიშვილის, პატარა ტბის, ხერგიანის და მიქატაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის, ლვოვის, ლომონოსოვის, ონიაშვილის, ცხინვალის, ყუშიტაშვილის, კანდელაკის, გამყრელიძის და ლევანდოვსკის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ფარნავაზის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) და პეტრიწის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანერგეს, ნიკო მარის, ხევსურეთის, მანჯგალაძის, სააკაძის, სვანეთის, ცოტნე დადიანის, ჭიჭინაძის, კოხრეიძის, ლეჩხუმის, ცინცაძის, მრევლიშვილის, იმერეთის, რიონჰესის, ბენდელიანის და დიდი ჯიხაიშის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია ტელასის განცხადებაში.