” იწყებთ ჯვაროსნულ ლაშქრობას ე.წ რეპეტიტორების წინააღმდეგ და ლაპარაკობთ რომ ეს არის კორუფცია. კორუფცია იყო მაშინ, როცა ეს რეპეტიტორები იჯდნენ გამოცდებზე, უნდა მისულიყავი მათთან და ნიშანი უნდა დაეწერა არა ცოდნაში, არამედ იმიტომ რომ ფული გადაუხადე. ახლა პრობლემა ის არის, რომ ვისაც საშუალება არ აქვს რეპეტიტორების ისაა გამოუვალ მდგომარეობაში იმიტომ, რომ სკოლა ვერ აძლევს ამ განათლებას. დამატებითი ცოდნის მიღებაში ფულის გადახდა კი არ არის პრობლემა, ვისაც ამის საშუალება აქვს, ეგ ნორმალურია. სამიზნე რეპეტიტორები კი არ უნდა იყვნენ. სამიზნე ის უნდა იყოს, რომ მათ გარეშე ვერ იღებენ ცოდნას და ახლა თქვენ თავი გააქნიეთ კითხვაზე, რომ გამოცდები არ არის შესაბამისი სკოლაში მისაღები ცოდნისო. მაშინ გამოცდები შეცვალეთ. შინაარსი ამ გამოცდების. ვერ გავიგე საერთოდ. რაღაც ლოგიკა ხომ უნდა არსებობდეს”.
ევროპული საქართველოს წევრიმ გიგა ბოკერია მიმართავს განათლების მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს.