ახალი ამბები მთავარი სამართალი

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე, გიზო ბოჭორიშვილი მოკლეს, მას ჭრილობა დანით აქვს მიყენებული.

მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, პოლონეთში საქართველოს საელჩოში შევიდა შეტყობინება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების თაობაზე. დაწყებულია საქმის მოკვლევა.

საქართველოს საელჩო კონტაქტზეა ოჯახთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.

 

იტვირთბა....