ამსტერდამში პოლიციამ შეიარაღებული კაცი დაჭრა. შემთხვევა ცენტრალური ბანკის შენობასთან მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
როგორც ირკვევა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა დაახლოებით 20-ჯერ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ადგილზე დაიღუპა.
მომხდარზე სხვა დეტალები ჯერ უცნობია.