მოსკოვის ცენტრში მდებარე ქართული ტაძრის ქართველი მრევლი და მღვდელი რომან ზარნაძე, რომელიც უკვე ათი წელია ამ ეკლესიაში მსახურობს, მღვდელმსახურის შეცლას მოითხოვს. ზარნაძემ და რამდენიმე მისმა მხარდამჭერმა შიმშილობა გამოაცხადეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტი “რია ნოვოსტი” ავრცელებს.
ტაძრის წინამძღვრის, ფიოდორ კრეჩეტოვის თქმით, ზარნაძეს, რომელიც წარმოშობით აფხაზეთიდანაა და მოსკოვში 1990 წლიდან ცხოვრობს, კურთხევა საქართველოს საპატრიარქოსგან უნდა მიიღოს. კამათის დროს, კრეჩეტოვმა მღვდელს უთხრა, რომ მას მსახურების კანონიკური უფლება არ აქვს, რაც გახდა კიდეც დაპირისპირების მიზეზი.
“ის რომ მისი მოღვაწეობა კანონიკურად ჩაითვალოს, ამისათვის საჭიროა შესაბამისი დოკუმენტი, რაც მას არ აქვს.” – ამბობს ფიოდორ კრეჩეტოვი. მისი თქმით, ზარნაძე რატომღაც თავს იკავებს და როგორც ჩანს, არ აქვს სურვილი დაუკავშირდეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს და მისგან მიიღოს შესაბამისი ნებართვა.
აღსანიშნავია, რომ ტაძარში, რომელიც ქართული დიასპორის მთავარ სამლოცველოდ მოიაზრება, მსახურება ორ ენაზე სრულდება – ქართულად და რუსულად.