რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ მღვდლებისა და ეპისკოპოსების მხრიდან მონაზვნებზე სექსუალური ძალადობა გრძელდება. .
მისი თქმით, სამღვდელოების წევრების მხრიდან ერთ შემთხვევაში ადგილი სექსუალურ მონობასაც ჰქონდა.
პონტიფიკოსის განცხადებით, კათოლიკური ეკლესია პრობლემის მოგვარებას ცდილობს, თუმცა მსგავსი შემთხვევები ბოლომდე აღმოფხვრილი არ არის, რის გამოც, რამდენიმე მღვდელი თანამდებობიდან გათავისუფლდა.
„პაპმა ბენედიქტემ გამოიჩინა სიმამაცე და დაშალა ქალთა კონგრეგაცი, რადგან იქ ქალებს ამონებდნენ. მათ შორის ადგილი ჰქონდა სექსუალურ მონობას. ვფიქრობ, ძალადობა გრძელდება“, – აღნიშნა რომის პაპმა.