თბილისში, ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარცევის დროს მოკლული მოზარდის დათო სარალიძის ამამა, ზაზა სარალიძე გენერალურ პროკურატურაში შეხვედრაზე შევიდა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
შენობაში შესვლამდე მას არ გაუკეთებია განცხადება, თუ ვის ხვდება უწყებაში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე ხვდება. ზაზა სარალიძის თქმით, შეხვედრაზე მთავარი საკითხი მისი შვილის მკვლელობის საქმე იქნება.
გენერალურ პროკურატურაში ზაზა სარალიძის შესვლამდე, უწყების შენობასთან ინციდენტი მოხდა. ზაზა სარალიძე შენობის ეზოში შევიდა და შეხვედრას ითხოვდა. ზაზა სარალიძეს გენერალური პროკურატურის ტერიტორია დაატოვებინეს და განაცხადეს, რომ პროკურორები მას სამშაბათს შეხვდებოდნენ.
გენერალური პროკურატურის შენობასთან სამართალდამცველები რჩებიან. ასევე, ადგილზე იმყოფებიან „ევროპული საქართველოს“ ლიდერები, სერგო რატიანი და გიგი უგულავა.