ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებმა ჩრდილოეთ მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერეს. ინფორმაცია ალიანსის ვებგვერდზე ვრცელდება.
შეგახსენებთ, ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ამის შესახებ საკუთარ ტვიტერზე რამდენიმე ხნით ადრე დაწერა. მისი თქმით, ამ ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებას მოუთმენლად ელოდა და “6 თებერვალს ახალი ისტორია დაიწერება”.