“თბილისში, ბუნებრივი აირის ნამწვავის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი გორელი ძმების სახლი მათი დაკრძალვის დღეს გაქურდეს”, – ინფორმაცია ამის შესახებ რადიო “მოზაიკას” მიაწოდეს.
წყაროს თქმით, სახლში მაშინ შეაღწიეს, როდესაც ყველა სასაფლაოზე იმყოფებოდა.
“სავარაუდოდ, იმ დროს შევიდნენ სახლში, როდესაც ყველა სასაფლაოზე იყო. ოჯახის წევრების ჩანთები გახსნეს და ფული მოიპარეს”, განუცხადეს რადიო “მოზაიკას”.
სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ. მათ რამდენიმე მეზობელი გამოჰკითხეს.
გორის პოლიციას დანაშაულში ეჭვმიტანილი ჯერ არ გამოუვლენია.
ავტორი: ნოდარ სხირტლაძე