პრეზიდენტის პრესსპიკერის ხატია მოისწრაფაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ფონდს ნათელა მაჭავარიანი უხელმძღვანელებს.
მოისწრაფაშვილის განცხადებით, მისივე თქმით, ფონდის საქმიანობა იქნება სრულიად გამჭვირვალე, ხოლო ნებისმიერი ინფორმაცია განკარგული თანხის შესახებ, ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი.
ფონდის მუშაობას და თანხების განკარგვას მუდმივად გააკონტროლებს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც ამ მიზნით შეიქმნა“, – განაცხადა მოისწრაფიშვილმა.
მისი თქმით, ფონდში უკვე ჩარიცხულია საქართველოს პრეზიდენტის შრომითი გასამრჯელო 17 დეკემბრიდან იანვრის ჩათვლით, ერთი თვისა და 10 დღის ხელფასი, რომელიც 8 280 ლარს შეადგენს.

